LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიის გადაწერის მცდელობა – ჯოდი ტერნერ-სმიტის სენსაციური ლუქი ენ ბოლეინის როლში

198
anbolein2025

Channel 5-მა, Fable Pictures-მა და  Sony Pictures -მა ენ ბოლეინის შესახებ თავიანთი ერთობლივი პროექტის პირველი ფოტოები გამოაქვეყნეს, საზოგადოებამ კი ჯოდი ტერნერ-სმიტი ინგლისის დედოფლის ამპლუაში პირველად იხილა.

ახალი მინისერიალი, რომელიც სამ ეპიზოდს მოიცავს, ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრისაა. ის ინგლისის დედოფალ ენ ბოლეინის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ენ ბოლეინი სერიალში სრულიად ახალი კუთხით იქნება წარმოჩენილი – ფემინისტ და ტიუდორულ ინგლისში გაბატონებულ  პატრიარქატთან მებრძოლად, რომელიც თავისი ქალიშვილის, ელიზაბეტის უკეთესი მომავლისათვის იბრძვის. დედოფალი თამამად უპირისპირდება იმ ადამაინებს, ვინც მას კიცხავს იმის გამო, რომ მეფეს მამრობითი სქესის მემკვიდრე ვერ გაუჩინა.  სერიალში ნაჩვენები იქნება ენ ბოლეინის ცხოვრების ბოლო თვეები საკუთარი პერსპექტივიდან, თავად დედოფლის თვალთახედვით.

აღსანიშნავია, რომ პროდუსერების გადაწყვეტილებას ენ ბოლეინის როლზე ფერადკანიანი მსახიობის, ჯოდი ტერნერ-სმიტის დამტკიცების შესახებ სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საუბარია არა გამოგონილი პერსონაჟის, არამედ ისტორიული პიროვნების შესახებ.

თუმცა რეჟისორ ჰედერვიკ ტერნერის აზრით, ჯოდი ნამდვილი დედოფალი და შესანიშნავი მსახიობია, ამიტომ არაფერი ცუდი იმაში არ არის, თუ იგი ენ ბოლეინის როლს შეასრულებს…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები