LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პინკის შთამბეჭდავი პერფორმანსი ქალიშვილთან ერთად Billboard Music Awards 2021-ზე

82
Untitledj

ცოტა ხნის წინ Billboard Music Awards 2021-ის დაჯილდოების ცერემონია შედგა. შოუს გამორჩეული მონაწილეები პინკი და მისი 9 წლის ქალიშვილი, უილოუ გახდნენ. მანამ სანამ 41 წლის ვარსკვლავი ჯონ ბონ ჯოვისგან Icon Award-ის ჯილდოს მიიღებდა, ის და მისი  ქალიშვილი საზოგადოების წინაშე  დასამახსოვრებელი პერფორმანსით წარდგნენ.

მათ სიმღერა Cover Me In Sunshine შეასრულეს და მსოფლიოს წარმოუდგენელი აკრობატული ილეთებიც შესთავაზეს. ისინი თან მღეროდნენ, თან ჰაერში მანევრირებდნენ.

დედა-შვილის უშიშარმა პერფორმანსმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა.

ცნობისთვის, პინკის და უილოუს დუეტი თებერვალში გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები