LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პინკმა 11 წლის შვილი სამსახურში აიყვანა

143
page

სულ ცოტა ხნის წინ პინკის ინტერვიუ გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ არტისტმა 2023 წლის ტურნესთვის მზადება უკვე დაიწყო. მომღერალმა ისიც განაცხადა, რომ  მან თავისი 11 წლის ქალიშვილი სამსახურში აიყვანა. 11 წლის უილოსთვის ეს პირველი სამსახური იქნება. თითო შოუში პინკი ქალიშვილს  20 დოლარს გადაუხდის.

„ჩემი  უილოუ დავასაქმე. ის ანაზღაურებას გამომუშავების შესაბამისად მიიღებს, ჯერჯერობით მინიმალურ ხელფასზე შევთანხმდით“, – ამბობს პინკი.

შეგახსენებთ, Billboard Music Awards 2021-ის დაჯილდოების ცერემონიალზე პინკი და მისი ქალიშვილი საზოგადოების წინაშე  დასამახსოვრებელი პერფორმანსით წარდგნენ.

როკ-ენ-როლის კაბა „ბალმეინისგან“ – პინკის ვერცხლისფერი ანსამბლი წითელ ხალიჩაზე

ფოტო/ვიდეო: პინკის შთამბეჭდავი პერფორმანსი ქალიშვილთან ერთად Billboard Music Awards 2021-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები