ფერების ინსტიტუტმა „ფანტონმა“ უკვე დაასახელა მომავალი წლის მთავარი ფერი და ეს ატმისფერია. უფრო კონკრეტულად კი, ფუმფულა ატმისფერი. შესაბამისად წლის მთავარი ფერთა გამა თბილი, მყუდრო და მგრძნობიარეა.
როგორც ჩანს, ეს წინასწარ გათვალეს წამყვანმა მოდის სახლებმა, რადგან 2023 წელს მომავალი წლის კოლექციები სწორედ ამ ფერში მრავლად იყო გადაწყვეტილი.