LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Funko BTS-ის, Backstreet Boys-ისა და Post Malone-ის საკოლექციო ფიგურებს გამოუშვებს (ფოტო)

350
3501390-untitled-3

ამერიკულმა კომპანიამ, Funko, რომელიც პოპ კულტურის საკოლექციო ნივთებს აწარმოებს, თაყვანისმცემლებს მორიგი სიახლე შესთავაზა.

ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში თაყვანისმცემლებს BTS-ის, Backstreet Boys-ის, KISS-ის, Migos-ის, *NSYNC-ისა და Post Malone-ის ფიგურების შეძენა შეეძლებათ.

თითოეული პროდუქტის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ Funko-ს ანგარიშზე ისეთი ბენდებისა და შემსრულებლების საკოლექციო ფიგურებია, როგორებიც: ,,ქუინი”, ,,ბითლზი”, ელვის პრესლი, მაიკლ ჯექსონი, ჯასტინ ბიბერი და სხვები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები