LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის დიდების ხეივანში პინკის ვარსკვლავი გაიხსნა (ფოტო)

9436350-0-image-a-141_1549401425393

ჰოლივუდის დიდების ხეივანში პინკს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას ლეგენდარული შემსრულებელი მეუღლესთან, კერი ჰარტთან და შვილებთან, 7 წლის უილოუ სეიჯთან და 2 წლის ჯეიმსონ მუნთან ერთად დაესწრო.

ამერიკელი არტისტის მხარდასაჭერად ცერემონიაზე ელენ დეჯენერისი და კერი კენი-სილვერი იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის მომღერალმა ვარსკვლავი, რომელიც ხეივანში რიგით 2,656-ეა, მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო.

შეგახსენებთ, რომ პინკი პოპულარული 2000-იან წლებში გახდა. მის ანგარიშზეა 7 სტუდიური ალბომი, რომელთაგან უკანასკნელის რელიზი 2017 წლის 13 ოქტომბერს შედგა. Beautiful Trauma 61-ე ,,გრემიზე” ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის” ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები