LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iOS-მა ქართული ტექსტის გარჩევა ისწავლა

97
page

Apple-მა განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, iOS 16 გამოუშვა. მისი დაყენება ყველა მოდელზე სრულიად უფასოა. განახლებული სისტემა ახალ მახასიათებლებს გვთავაზობს: iMessage-ს ახალი ფუნქციები დაემატა, გამარტივდა ფოტოების რედაქტირებაც.

აღსანიშნავია, რომ iOS 16-ს უკვე ქართული ტექსტის გარჩევაც შეუძლია. სიმბოლოების ველში ქართულ ენაზე აკრეფთ რაიმე სიტყვას, მაგალითად, არა-ს და სისტემა შესაბამის „ემოჯის“ ამოაგდებს. ამიერიდან სასურველი ემოჯის მოძიებას ქართული შრიფტითაც გახდება შესაძლებელი.

ცნობისთვის, განახლებული პროგრამული უზრუნველყოფით, დამატებით 17 ენაზე გახდა შესაძლებელი ხმის ფუნქციის გამოყენება, დამატებით 6 ენაზე იქნება რეკლამები ხელმისაწვდომი და ათობით ენაზე გაუმჯობესდა ავტომატური თარგმნის სისტემაც.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები