LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone-ის მომხმარებლებს Giphy სიახლეს სთავაზობს

02_Keyboard_Cam.0 (1)

Giphy-იმ iOS-ის აპლიკაცია განაახლა. საინტერესოა, რომ iPhone-ის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ,,გიფები” კლავიატურაზე დაამატონ, რითაც ადრესატს ანიმაციურ სურათს უფრო სწრაფად გაუგზავნიან.

ამასთან, Giphy-ის აპლიკაციის განახლების შემდეგ, კლავიატურაზე განთავსებული ენების შეცვლის ღილაკიდან მომხმარებელი ანიმაციური სურათების ნახვასა და გაზიარებას შეძლებს, რისთვისაც საჭიროა სმარტფონი iOS 12-ზე მომართოს. iPhone X-ის ან უფრო ახალი მოწყობილობების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი ანიმაციური Giphy სტიკერები.

შეგახსენებთ, რომ განახლება Tapslash-ის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში, Giphy-ის შეძენამ განაპირობა. Tapslash-ზე შესულ მომხმარებელს საიტი Giphy-ის ვებგვერდზე გადაიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები