LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იუთუბი“ ახალ ფუნქციას ცდის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვიდეოების სხვა ენებზე დუბლირება შეუძლია

129
page

„იუთუბი“ ახალ ფუნქციას ცდის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ვიდეოების სხვა ენებზე დუბლირება შეუძლია.  პლატფორმა ამ მიზნით Aloud-ის გუნდთან ითანამშრომლებს.

ხელსაწყო ჯერ თქვენი ვიდეოს ტრანსკრიპტს აკეთებს და ტექსტს გაწვდით, რომ გადახედოთ და დაარედაქტიროთ. შემდგომში იგი თარგმნის და დუბლირებას აკეთებს. „იუთუბი“ ხელსაწყოს უკვე ტესტავს ასობით კრეატორთან.

Aloud ამჟამად რამდენიმე ენაზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ამ სიის გაფართოებაც იგეგმება. სერვისი, ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზეა ხელმისაწვდომი.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები