LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფმა Red Hot Chili Peppers სიმღერებზე საავტორო უფლებები 140 მილიონად დოლარად გაყიდა

75
page

2020 წელი კორონავირუსის პანდემიის გამო მეგა-ვარსკვლავებისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. გადაიდო მსოფლიო ტურნეები, კონცერტები, ალბომების პრემიერები, შესაბამისად აღნიშნულმა ტენდენციამ მომღერლები ფინანსურად საკმაოდ დააზარალა. ნილ იანგმა ყველა თავის სიმღერაზე საავტორო უფლება გაყიდა. უმსხვილესი ხელშეკრულება გააფორმა ბობ დილანმაც და მუსიკალური კატალოგი  3000 მილიონ დოლარად გაასხვისა. მათ რიცხვს კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი შაკირაც შეუერთდა. მომღერალმა ფონდს Hipgnosis Songs 145 სიმღერაზე საავტორო უფლება მიჰყიდა.

გაბანკროტებულმა შაკირამ ყველა თავისი სიმღერა გაყიდა

ლეგენდარულმა ნილ იანგმა ყველა სიმღერა გაყიდა

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ჯგუფმა, Red Hot Chili Peppers საავტორო უფლებები 140 მილიონ დოლარად გაყიდა. „ბიბისის“ ცნობით, კატალოგში ისეთი ცნობილი ჰიტები მოხვდა, როგორებიცაა Under The Bridge, Californication და Snow.

ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით ჯგუფის არცერთ წევრს არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები