ლეგენდარულმა როკ-მუსიკოსმა, ნილ იანგმა ყველა თავის სიმღერებზე საავტორო უფლება გაყიდა.
მან მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში 1180-მდე სიმღერა შექმნა. რაც შეეხება თანხას, ის უბრალოდ კოლოსალურია. საინვესტიციო ფონდმა იანგის შემოქმედებაში 150 მილიონი დოლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, ნილ იანგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო. მუსიკოსს სამი „გრემის“ ჯილდო აქვს მიღებული. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. 2006 წელს მას „მანიტობას“ ორდენი გადაეცა, მას ასევე კანადის ოფიცრის წოდება აქვს მინიჭებული.