LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ სინა სილვესტერ სტალონეს შეცვლის

169

პოპულარული ამერიკელი რესტლერი, ტელეწამყვანი და მსახიობი ჯონ სინა საბრძოლო ჟანრის ფილმში ჯეკი ჩანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას The Wrap ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ამ დროისთვის უსახელო პროექტში მოქმედება ახლო აღმოსავლეთში განვითარდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სინას როლზე სილვესტერ სტალონე მოიაზრებოდა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო ის პროექტს გამოეთიშა.

ფილმის რეჟისორი სკოტ ვო იქნება, თუმცა პროექტის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები