როგორც ცნობილია, ოსკაროსანი მსახიობი, ბრედ პიტი ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას. „ფორმულა 1“-ის შესახებ კინოსურათის, „აპექსის“ გადაღებები უკვე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 59 წლის პიტი მრბოლელის როლში მოგვევლინება და ერთ-ერთ სცენაში ის ლუის ჰამილტონსაც შეეჯიბრება.
„თავადაც იცის, რომ შეუდარებელია!“ – 59 წლის ბრედ პიტი ახალი ფილმის გადაღებებზე
სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან მორიგი ფოტოები გავრცელდა. ამჯერად ვარსკვლავმა მრბოლელის თეთრი ფორმა მოირგო, რომელიც მას საოცრად უხდებოდა. უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„კაცი კი არა ღმერთი ხარ!“, „ყველაფერი უხდება“, „ყველაზე მაგარი მრბოლელი იქნება“, – წერენ კომენტარებში.
„წლები აკლდება!“ – 59 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები საფრანგეთიდან