ბრედ პიტი ახალი ფილმის გადაღებებზე დააფიქსირეს. მედიის ცნობით, ეს იქნება კინოსურათი „ფორმულა 1“-ის შესახებ. პიტი მრბოლელის როლში მოგვევლინება და ერთ-ერთ სცენაში ის ლუის ჰამილტონსაც შეეჯიბრება.
უახლეს ფოტოებში ოსკაროსანი მსახიობი, როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. გადასაღებ მოედანზე მას კრემისფერი მაისური და შარვალი აცვია, რომელსაც მან ცისფერი ქურთუკი შეუხამა.
„თავადაც იცის, რომ შეუდარებელია!“, „პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცი“, „არასდროს დაბერდება“, – წერენ კომენტარებში.
„წლები აკლდება!“ – 59 წლის ბრედ პიტის უახლესი ფოტოები საფრანგეთიდან