ოლიმპიური ჩემპიონი, უილიამ ბრიუს ჯენერი, აწ უკვე კეიტლინ ჯენერი გადაცემაში იყო მიწვეული, სადაც სპორტსა და მასში მოქმედ წესებზე ისაუბრა. მან პენსილვანიელ, ტრანსსექსუალი მოცურავის, ლია ტომასზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის ბიოლოგიურ ქალებს არ უნდა ეჯიბრებოდეს, ყოფილი სპორტსმენი თვლის რომ ეს უსამართლობაა.
„მე სხვა სპორტსმენი ქალები მეცოდებიან, ვისაც ლია ხვდება, ეს არ არის სამართლიანი. სამყარო, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და მასში მოქმედი წესები არ მუშაობს“ , – აცხადებს 72 წლის ჯენერი.
ვიდეო: „შესანიშნავი დიასახლისი ხარ“ – რა დევს კეიტლინ ჯენერის საახალწლო სუფრაზე