50 წლის კემერონ დიასი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ კინოეკრანებს უბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია ჯეიმი ფოქსმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. როგორც ირკვევა, კემერონი და ჯეიმი „ნეტფლიქსის“ ფილმში ერთად ითამაშებენ.
„კვლავ საქმეში“, – ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომელშიც დიასი მთავარ როლს მოირგებს.
ცნობისთვის, კემერონ დიასი და მისი მეუღლე, ბენჯი მედენი 2018 წელს მშობლები პირველად გახდნენ. სწორედ იმ დროიდან ჩამოშორდა მსახიობი კარიერას.
თინეიჯერები – კემერონ დიასისა და მისი მეუღლის იშვიათი გამოჩენა
ფოტო: კამერონ დიასის შეცვლილი ცხოვრება დაოჯახებისა და შვილის გაჩენის შემდეგ