LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გილოცავ, ნაბიჭვარო“ – როგორ მიულოცა ჯეიმი ფოქსმა კვენტინ ტარანტინოს 60 წლის იუბილე

152
page

27 მარტს, ლეგენდარულ რეჟისორს, კვენტინ ტარანტინოს 60 წელი შეუსრულდა. იუბილე ტარანტინომ ლონდონში, „პალადიუმის თეატრში“ ედგარ რაითის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაატარა, რომელსაც რეჟისორის ახლო გარემოცვა დაესწრო. იმ დროს, როცა კვენტინის ახალ წიგნს განიხილავდნენ, სცენაზე მსახიობი, ჯეიმი ფოქსი ავიდა, მას ხელში ტორტი ეჭირა.

ფოქსმა მეგობარს დაბადების დღე სიმღერით, Happy Birthday მიულოცა, თუმცა  ტექსტი ოდნავ შეცვალა.

„გილოცავ კვენტინ, ნაბიჭვარო“, – აი ასე უმღეროდა ფოქსი იუბილარს.

ცნობისთვის, ფოქსი და ტარანტინო დიდი ხნის მეგობრები არიან, მათ ერთად ფილმზე „ჯანგო“ აქვთ ნამუშევარი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი ფილმისთვის სცენარი დაწერა. ის რიგით მეათე ფილმზე მუშაობას იწყებს. მისი განცხადებით, ის რეჟისორის ამპლუაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.

სცენარი დაწერილია – კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმზე მუშაობას იწყებს

კემერონ დიასი კინოს უბრუნდება – მსახიობი ჯეიმი ფოქსთან ერთად „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში ითამაშებს

 

View this post on Instagram

 

A post shared by @edgarwright

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები