რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ თავისი უკანასკნელი ფილმისთვის სცენარი დაწერა. ტარანტინო რიგით მეათე ფილმზე მუშაობას იწყებს. მისი განცხადებით, ის რეჟისორის ამპლუაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.
მომავალი სურათის სახელია „კინოკრიტიკოსი“. გამოცემის ინფორმაციით, ფილმის გადაღებების დაწყება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. ფილმის სიუჟეტი 1970-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება, მთავარი გმირი კი კინოკრიტიკოსი, პოლინ კეილი იქნება.
ამ დროისთვის ტარანტინომ ბოლო ფილმი „ერთხელ ჰოლივუდშია“, რომელიც 2019 წელს გამოვიდა.
ოქროს ბიჭები „ოქროს გლობუსზე“ – ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს მხიარულება წითელ ხალიჩაზე