„ოქროს გლობუსი“ 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. რიგით მე-80 დაჯილდოების ცერემონიალმა ტრიუმფალურად ჩაიარა.
„საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში“ გამარჯვება „ფაბელმანებმა“ მოიპოვა. „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ კატეგორიაში ქეით ბლანშეტმა გაიმარჯვა. „კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ ტიტული მხატვრული ფილმისთვის „ელვისი“, ოსტინ ბატლერს ერგო. „საუკეთესო სერიალად“ კი „დრაკონების სახლი“ დასახელდა.
„ოქროს გლობუსი“ 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
ზენდაიამ „ეიფორიაში“ შესრულებული როლისთვის პირველი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა
მართალია, ბრედ პიტმა „ბაბილონში“ შესრულებული როლისთვის „ოქროს გლობუსის“ ჯილდო ვერ მოიპოვა, თუმცა ამის გამო განწყობა სულაც არ გაფუჭებია. ის მთელი საღამოს განმავლობაში სხვადასხვა მსახიობთან ფოტოებს იღებდა. კვენტინ ტარანტინოსთან ერთად გადაღებულმა ფოტოებმა კი ინტერნეტსივრცე დაიპყრო, ძველი მეგობრები და კოლეგები ბევრს ხუმრობდნენ და იცინოდნენ.
ამ დღეს 59 წლის ბრედს შავი, პრიალა კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა, მის „ლუქს“ კი ბაფთა ასრულებდა. 59 წლის კვენტინი კი სრულად შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი.