LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტი პერი ,,ურსულას” ლუქით გამოჩნდა (ფოტო)

221
12556210-0-image-a-71_1555897121501

მიუხედავად იმისა, რომ ჰელოუინამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, კეტი პერიმ დღესასწაული ახლახან, American Idol-ის ახალ ეპიზოდში აღნიშნა.

საქმე ისაა, რომ სატელევიზიო შოუს წითელ ხალიჩაზე ამერიკელი მომღერალი ,,დისნეის” ერთ-ერთი ანტიგმირის, ურსულას ლუქით მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 34 წლის ვარსკვლავი გადაცემის მაყურებელს შოკში აგდებს. გასულ წელს მან საზოგადოებას პირდაპირ ეთერში უკანალი უჩვენა, რისი მიზეზიც კაბა-შარვალი გახდა, რომელიც სტილისტების არასწორი ზომის შერჩევის შედეგად, გაიხა.

შეგახსენებთ, რომ კეტი პერი ლუკ ბრაიანთან და ლაიონელ რიჩისთან ერთად, უკვე მეორე წელია, რაც American Idol-ის ჟიურის წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები