LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუანის გული დაკავებულია – გაიცანით, მარიო ჩიმაროს 23 წლით უმცროსი შეყვარებული

20143
chimaro223

კუბელი მსახიობი მარიო ჩიმარო ეკრანებზე დაბრუნდა. მსახიობი სერიალში „ფარული ვნება“ ძველ შემადგენლობასთან ერთად გამოჩნდა და მეორე სეზონის გამოსვლისთანავე, ყველა რეიტინგი მოხსნა. ჩიმარო სერიალში ისევ ხუან რეიესის როლს ასრულებს, რომელიც ცხოვრება შვილების დაბადების შემდეგ იცვლება.

ვიდეო: „ფარული ვნება“ „ნეტფლიქსმა” იყიდა – ნახეთ ახალი „თრეილერი“ და დეტალები 

ცოტა ხნის წინ ჩიმარო სერიალის სხვა მსახიობებთან ერთად სერიალის საპრემიერო ჩვენებაზე გამოჩნდა. მას თან ახლდა უმშვენიერესი სლოვაკი მოდელი, ბრონისლავა გრეგუსოვა. გოგონა 27 წლისაა და მოდელობით არის დაკავებული. მარიო და ბრონისლავა ერთად არიან 2019 წლიდან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს. „ინსტაგრამზე“ შეყვარებულები გამუდმებით აქვეყნებენ ერთობლივ ფოტოებს. მარიო ახლა 50 წლისაა, გოგონა კი მარიოზე 23 წლით უმცროსია.

შეგახსენებთ, რომ სერიალი „ფარული ვნება“ „ტელმუნდოს“ არხზე გადის, მასში მთავარ როლებს ისევ დანა გარსია, პაოლა რეი, ნატაშა კლაუსი, ხუან ალფონსო ბატისტა და მიჩელ ბრაუნი ასრულებენ.

ვიდეო: ფარული ვნების პრემიერა შედგა – ნახეთ პირველი ეპიზოდი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები