LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფარული ვნება“ „ნეტფლიქსმა” იყიდა – ნახეთ ახალი „თრეილერი“ და დეტალები

1279
page

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი ტელენოველა, „ფარული ვნება“ 17 წლის შემდეგ ბრუნდება. გადაღებები ახლაც მიმდინარეობს. ასევე ირკვევა, რომ მსახიობები სრული შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. წინ ვნებათაღელვა, კრიმინალური გარჩევები და უამრავი სასიყვარულო სამკუთხედი გველოდება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე ყველას აინტერესებდა, ვიხილავთ თუ არა ფრანკო რეიესს ახალ სეზონში.

ფოტო: ფრანკო რეიესი „ფარულ ვნებაში“ ბრუნდება? – მიშელ ბრაუნის ინტერვიუ

ცოტა ხნის წინ მსახიობების ინტერვიუებიც გავრცელდა, სარიტას როლის შემსრულებელმა, ნატაშა კლაუსმა განაცხადა, რომ სარა ამ სეზონში ბევრს დაიტანჯება, თუმცა, ის ფრანკოს ერთგული დარჩება, მისი განცხადებით, ფრანკოს დაბრუნება იქნება წარმოუდგენელი სცენა, რომელიც ყველას შოკში ჩააგდებს.

„ფარული ვნება“ სრული შემადგენლობით ბრუნდება – „ტელემუნდო“ ახალ „თიზერს“ ავრცელებს

https://www.youtube.com/watch?v=jMkEIzn6PIc

ახლახან კი ცნობილი ხდება, რომ „ფარული ვნება“ „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. სტრიმინგ სერვისზე უკვე გამოჩნდა პირველი სეზონის ყველა სერია. ცნობისთვის, ახალი სეზონის პრემიერა „ტელემუნდოზე“ 14 თებერვალს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები