LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზმა გადამღები ჯგუფის წევრებს „როლექსის“ საათები აჩუქა – რა დაუჯდა გულუხვ მსახიობს საჩუქრები

343
Untitledd

როგორც ცნობილია, კიანუ რივზი ახლა პარიზში იმყოფება, სადაც „ჯონ უიკის“ მე-4 ნაწილზე მუშაობს. 57 წლის მსახიობის ფილანთროპული ცხოვრების შესახებ ბევრი გვსმენია. მიუხედავად იმისა, რომ მას ფილმებიდან არნახული შემოსავალი აქვს, მაინც ცდილობს მოკრძალებულად ცხოვრებას და არც ფუფუნების სიყვარულით გამოირჩევა და აი ძვირადღირებული საჩუქრების გაკეთება „მატრიცის“ ვარსკვლავს ნამდვილად უყვარს.

სულ ცოტა ხნის წინ გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა და საოცრად ამაღელვებელი სიახლეც გაჟღერდა. კიანუმ გადამღები ჯგუფის წევრებს, 4 კასკადიორს მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად „როლექსის“ ბრენდის საათები აჩუქა, რომელსაც სამახსოვრო გრავირებაც აქვს.

„ჯონ უიკი, დიდი მადლობა, კიანუ“, – აწერია საათებს. ცნობისთვის, საათების ჯამური ღირებულება 36 ათას დოლარს შეადგენს.

„მატრიცა 4“-ის გადაღებების შემდეგ კიანუ რივზი „ჯონ უიკი 4“- ის გადაღებებს შეუდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები