რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გარეგნული ცვლილებები უკვე აღარავის უკვირს, თუმცა ფაქტია, ბოლო პერიოდის განმავლობაში კიმის იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. ცვლილებები თვალში საცემი მას შემდეგ გახდა, რაც ის და კანიე უესტი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ.
ამჯერად მორიგი განხილვის საკითხი კიმის უახლესი ფოტოები გახდა, სადაც ის ორ მამაკაცთან ერთად პოზირებს.
„კიმ კარდაშიანმა ახალ ეპოქაში შეაბიჯა“, – ამ სათაურებით აჭრელდა დასავლური მედია,
ცნობისთვის, კიმი რამდენიმე თვის წინ კომიკოსს, პიტ დევიდსონს დაშორდა. პიტი ახლა ემილი რატაკოვსკის ხვდება. კარდაშიანის პირადი ცხოვრების ასავალ-დასავალი კი უცნობია.
ოფიციალურად განქორწინებულმა კიმ კარდაშიანმა ახალი ცხოვრება დაიწყო – შეაფასეთ იმიჯშეცვლილი კიმი
ვიდეო: „მაბედნიერებს“ – კიმ კარდაშიანი საახალწლოდ მორთული აბაზანით იწონებს თავს