LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მაბედნიერებს“ – კიმ კარდაშიანი საახალწლოდ მორთული აბაზანით იწონებს თავს

275
Untitled.pngjh

კიმ კარდაშიანმა სახლი საახალწლოდ უკვე მორთო, შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები კი „ინსტაგრამ“ სთორიზე გაავრცელა. უნდა აღინიშნოს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავის სახლი მართლაც გემოვნებიანადა არის მორთული. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა კიმის უზარმაზარმა აბაზანამ, ჯაკუზიდან  ულამაზეს ნაძვის ხეებზე პანორამული ხედი იშლება.

„ეს ყველაფერი მე საოცრად მაბედნიერებს, აბაზანაში მცენარეები მუდამ მაქვს, ნახეთ რა სილამაზეა“, – წერს 42 წლის კარდაშიანი.

ცნობისთვის, კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა განქორწინების პროცესი დაასრულეს. კარდაშიანი უესტისგან ყოველთვიურად ალიმენტის სახით, 200 000 დოლარს მიიღებს. ის ასევე სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ბავშვების უსაფრთხოების ხარჯების ნახევარს დაფარავს. შეგახსენებთ, წყვილს ოთხი შვილი ჰყავთ, ცხრა წლის ნორთი, ექვსი წლის სენტი, ოთხი წლის ჩიკაგო და სამი წლის ფსალმი.

„ნამდვილი ბარბის თოჯინა“ – კიმ კარდაშიანი „ბალენსიაგას“ ვარდისფერ კაბაში

კანიე უესტი თანამშრომლებს პორნოსა და კიმ კარდაშიანთან გადაღებული ინტიმური ვიდეოების ნახვას აიძულებდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები