მილიონების დაკარგვის შემდეგ, კანიე უესტი მორიგ სკანდალში ეხვევა. გამოცემა The Rolling Stones-ის ცნობით ჰიპ-ჰოპ არტისტი „ადიდასის“ თანამშრომლებს პორნოსა და თავისი და კიმ კარდაშიანის ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს აყურებინებდა.
ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ „ადიდასის“ მენეჯმენტს მსგავსი ინციდენტების შესახებ მიმართეს, თუმცა მათ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი გაუკეთებიათ.
თანამშრომლები აცხადებენ, რომ კანიე განსაკუთრებით აგრესიული ქალების მიმართ იყო და მათ სექსუალური კონტექსტის შემცველ კომენტარებს ხშირად უკეთებდა.
შეგახსენებთ, „ადიდასმა“ უესტთან ანტისემიტური კომენტარების გამო თანამშრომლობა შეწყვიტა.
„არანაირი ალკოჰოლი, არანაირი სქესობრივი აქტები“ – კანიე უესტი პოსტს ავრცელებს
„ადიდასთან“ პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ, კანიე უესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა