LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი ალკოჰოლი, არანაირი სქესობრივი აქტები“ – კანიე უესტი პოსტს ავრცელებს

69
page

კანიე უესტს ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს. „ბალენსიაგასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, ჰიპ-ჰოპ არტისტთან, კანიე უესტთან თანამშრომლობა „ადიდასმაც“ შეწყვიტა. უესტს ბიზნესპარტნიორებთან კავშირის გაწყვეტა, მილიარდერის სტატუსის დაკარგვად დაუჯდა. ყოველივე ამის ფონზე ეპატაჟურმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა ტვიტერზე პოსტი გაავრცელა. უესტმა 30 დღით სექსზე, ალკოჰოლსა და ადამიანებთან საუბარზე უარი თქვა.

„საუბრისგან თავის შეკავება, არანაირი ალკოჰოლი, არანაირი ფილმები უფროსებისთვის, არანაირი სქესობრივი აქტები“, – წერს კანიე უესტი.

„ადიდასთან“ პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ, კანიე უესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა

მხარდაჭერა ყოფილ სიძეს – კეიტლინ ჯენერი კანიე უესტის სპორტული ფეხსაცმლით Yeezy სეირნობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები