ლეგენდარული ჯგუფის, Pink Floyd-ის წევრები, დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი უკრაინისთვის გაერთიანდნენ და 28 წლის შემდეგ პირველი სიმღერა გაავრცელეს. საქველმოქმედო სინგლის სახელწოდებაა Hey, Hey, Rise Up. აღსანიშნავია, რომ კომპოზიციაში უკრაინული ჯგუფის, Boombox-ის წევრის, ანდრია ხლივნიურის ვოკალი ჟღერს.
სამწუხაროდ, როჯერ უოტერსის გონებამდე რუსეთ-უკრაინის ომის სისასტიკემ ჯერ ვერ მიაღწია, ის თავის კოლეგებს არ შეუერთდა.