„თორის“ ვარსკვლავმა, კრის ჰემსვორტმა „ინსტაგრამზე“ შვილთან გადაღებული ფოტო გაავრცელა. მის ვაჟს, წითელი მოსასხამი აქვს მოცმული.
„ჩემი პატარა ვაჟის ხელი მიჭირავს და ვეკითხები, რა გინდა რომ გამოხვიდე, როცა გაიზრდები მეთქი? – მამა, მინდა სუპერმენი ვიყოო, საბედნიეროდ კიდევ ორი შვილი მყავს“, – ასე დაასათაურა ფოტო შვილის არჩევანით „დამწუხრებულმა“ კრისმა.