LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ უკვე 9 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ – ინტერნეტში ირინა შეიკისა და უცნობი მამაკაცის ფოტო ვრცელდება

174
page

ბრედლი კუპერთან განქორწინების შემდეგ, ირინა შეიკი საზოგადოების წინაშე მუდამ მარტო ჩნდება. ტაბლოიდები შეიკისა და არტ-დილერი, ვიტო შნაბელის რომანის შესახებ ხშირად საუბრობდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მათი „რომანი“, დაწყების გარეშე ჩაბარდა წარსულს.

როგორც ირკვევა, 34 წლის მოდელის ცხოვრებაში სტაბილური ურთიერთობა მაინც არსებობს – ეს მისი პირადი ინსტრუქტორი, ჯეისონ უოლშია, რომელთანაც შეიკს უკვე 9 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

ჯეისონს ირინამ დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალოებით მიულოცა, საპასუხოდ კი ინსტრუქტორმა ფოტო გაავრცელა, რომლიც ასე დაასათაურა: „ამ ლამაზმანს უკვე 9 წელია ვავარჯიშებ“.

აღსანიშნავია, რომ 45 წლის ჯეისონ უოლში ისეთი ვარსკვლავების პირადი ინსტრუქტორი ყოფილა, როგორებიც, ჯენიფერ ენისტონი, ემი ადამსი, ემილი ბლანტი და სხვები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები