LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა ირინა შეიკი უარყო – რას ჰყვება ინსაიდერი

147
page

გასულ კვირას, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ირინა შეიკი ტომ ბრედისთან განშორების შემდეგ, ცნობილ მამაკაც პარტნიორს ეძებს. მოდელის სიაში სხვა ცნობილ მამაკაცებთან ერთად 61 წლის ტომ კრუზიც შედის.

თუმცა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ტომის გეგმებში სულაც არ შედის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელის გულის დაპყრობა.

„ცხადია, ტომი ფრიად ნასიამოვნებია იმ ფაქტით, რომ შეიკი პოტენციური მამაკაცების სიაში მოხვდა, თუმცა ის არ აპირებს შეიკთან რაიმე ტიპის კავშირის გაბმას. ელსინასთან ხანმოკლე რომანის შემდეგ, ტომს არავისთან სურს შეხვედრა“, – წერს ინსაიდერი.

ცნობისთვის, კრუზი რუსი ოლიგარქის, დიმიტრი ცვეტკოვის ექს-მეუღლის, ელსინა ხაიროვას რამდენიმე თვე ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა.

არჩევანის ზღვარზე – „ირინა შეიკი ცნობილ მამაკაც პარტნიორს ეძებს“

ტომ კრუზი ელსინა ხაიროვას დიმიტრი ცვეტკოვის გამო დაშორდა – ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები