ბარბრა სტრეიზანდი და რობი უილიამსი ერთმანეთს შემთხვევით, ტაიტიზე დასვენების დროს შეხვდნენ და კომიკურ სიტუაციაშიც ჩავარდნენ. 48 წლის რობის 80 წლის ბარბარა მეგობარმა გააცნო, თუმცა უილიამსმა ლეგენდარული, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი ვერ იცნო, რობის ვინაობის დადგენა ვერც ბარბრამ მოახერხა, მეტიც, სტრეიზანდს ის ფეხბურთელი ეგონა. კურიოზული სიტუაციის შესახებ რობიმ BBC Radio 5-ის ეთერში მოყვა.
„მე ის საყვარელი მოხუცი მეგონა, გვერდიგვერდ ვისხედით და მე ის ვერ ვიცანი, როცა გავიგე, თუ ვინ იყო, წამოვიყვირე, ოოოოოჰ, არა“, – იხსენებს რობი.
„ბარბარას არ ცნობა როგორ შეიძლებოდა“, „კიდევ კარგი, რომ ვერც ბარბრამ გიცნო“, „ძალიან მაგარი კურიოზული სიტუაციაა“, – წერენ კომენტარებში.
ფოტო: 78 წლის ბარბრა სტრეიზანდი თვითიზოლაციის შემდეგ პირველად გამოჩნდა
„XXV“ – სრულიად შიშველი რობი უილიამსი ახალი ალბომის გარეკანზე