ლეგენდარულ მსახიობს, სემ ნილს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გაჟღერდა და ინტერნეტსივრცე მოიცა. 75 წლის სემმა გადაწყვიტა თავისი ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებისთვის განახლებული ინფორმაცია მიეწოდებინა და „ინსტაგრამზე“ ვრცელი მიმართვა გაავრცელა.
„მე სემ ნილი ვარ, მსახიობი, მეღვინე და მწერალი, მგონი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ახლა მსოფლიო მედიაში აქტიურად შუქდება. მე კიბო მაქვს, ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ როგორც ხედავთ, თავს კარგად ვგრძნობ, ცოცხალი ვარ და ჯანმრთელი. მეექვსე თვეა რემისია მაქვს, დავდივარ სამსახურში…“, – აცხადებს ნილი.
მსახიობმა ისიც თქვა, რომ მალე ახალი ფილმის გადაღებებს შეუდგება, სადაც მას პარტნიორობას ანეტ ბენინგი უწევს,
View this post on Instagram