„მოცეკვავე მილიონერი“ ჯანლუკა ვაკი და მისი რჩეული შერონ ფონსეკა 2021 წელს მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი ბლუ იერუსალიმი შეეძინა. მალევე ცნობილი გახდა, რომ პატარას უიშვიათესი გენეტიკური პათოლოგია ჰქონდა და მას „მგლის ხახის“ დიაგნოზი დაუდგინდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა, ჯანლუკა წერდა, რომ ამ ფაქტმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება.
დღეს ჯანლუკა ვაკი ოჯახურ ცხოვრებას მისდევს. ის „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებს. როგორც ჩანს, „მოცეკვავე მილიონერი“ სამაგალითო მამა გახდა და ამჯერად, მისი ყველა ვიდეო პატარა ბლუ იერუსალიმს ეძღვნება. ვიდეოებიდან ჩანს, რომ ვაკი და ფონსეკა უდიდეს დროს უთმობენ ქალიშვილის აღზრდას. ყველა ვიდეო ძალიან თბილი და ემოციურია.
„ვამაყობ, რომ მისი მამა ვარ“ – ჯანლუკა ვაკის 5 თვის გოგონას „მგლის ხახის“ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა