მაიამიში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, კოლუმბიელი არტისტი შაკირა „ფორმულა 1“-ის მრბოლელის, ლუის ჰამილტონის გარემოცვაში არაერთხელ გადაიღეს. მედია აქტიურად წერს 46 წლის შაკირასა და 38 წლის ლუისის რომანის შესახებ. როგორც ჩანს, მათ საზღვაო სპორტის სიყვარული აერთიანებთ. ისინი ერთად მაიამიში, იახტზე უკვე გადაიღეს.
ამჯერად შაკირა ჰამილტონის რბოლას დაესწრო, ის ახალ გულის სწორს ტრიბუნებიდან გულშემატკივრობდა და საკმაოდ კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა. ამ დღეს შაკირამ „ვერსაჩეს“ ულამაზესი ზედა მოირგო, რომლის ღირებულება 1210 ევროა.
„როგორი მზერით უყურებს“, „მზერით ყველაფერი ნათქვამია“, – წერენ კომენტარებში.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ შაკირა ბარსელონაში ბრუნდება, რათა შვილებმა მამის სახლში არდადეგები გაატარონ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჟერარ პიკეს თავისუფლება დროებით შეიზღუდა.
ახალი სიყვარულით გასხივოსნებული შაკირა იახტის სამართავად ემზადება
„ნახვამდის პიკე“ – შაკირა ლუის ჰამილტონთან „სიყვარულის ზღვაში“ შეცურვას აპირებს