შაკირას ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება. მაიამიში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, კოლუმბიელმა არტისტმა მალევე მოახერხა ორი მამაკაცის გულის მოგება. საუბარია ოსკაროსანი ტომ კრუზისა და „ფორმულა 1“-ის მრბოლელის, ლუის ჰამილტონის შესახებ.
სხვათა შორის, შაკირამ ტომ კრუსთან სასიყვარულო კავშირი სულ ცოტა ხნის წინ უარყო. რაც შეეხება ლუისს, მასთან ერთად შაკირამ რამდენიმე დღის წინ ივახშმა, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი კვლავ ერთად გადაიღეს.
„შაკირამ ოსკაროსანი ტომ კრუზი უარყო“ – არტისტის პირველი კომენტარი
შაკირა, ლუისი და მათი მეგობრები მაიამის სანაპიროზე მაშინ გადაიღეს, როდესაც ისინი ნავით გასეირნებას აპირებდნენ. 46 წლის არტისტი სამზადისში მაქსიმალურად იყო ჩართული და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
„შაკირა ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“, „ლუისი პიკეს ჯობია“, „განქორწინებული ქალის ბედნიერება“, „ნახვამდის პიკე“, – წერენ კომენტარებში.
„რევანში ესპანურად“ – მაიამიში ჩასული ჟერარ პიკე შაკირას ძმამ სცემა