შაკირასა და ტომ კრუზის შესაძლო რომანის შესახებ ახალი დეტალები გამოიკვეთა. მედიის ცნობით, შაკირამ ოსკაროსანი მსახიობი უარყო. კოლუმბიელი არტისტი ჭორებს გამოეხმაურა.
„შაკირამ ოსკაროსანი ტომ კრუზი უარყო, მართალია, მან ტომთან ფორმულა 1-ზე შესანიშნავი დრო გაატარა, თუმცა, შაკირა ტომით დაინტერესებული არ არის და არ აპირებს მასთან რაიმე ტიპის ურთიერთობის გაგრძელებას, შაკირას ძალიან ეცინება აღნიშნულ ჭორებზე“, – აცხადებს ინსაიდერი.
„პიკე, გამოდი, შეხედე შენს ექს-გოგოს“ – შაკირა ტომ კრუზთან ერთად გადაიღეს
შეგახსენებთ, 46 წლის შაკირა და 60 წლის მსახიობი, ტომ კრუზი ერთმანეთს მაიამიში, „ფორმულა 1“- ის გრან-პრიზე შეხვდნენ. წყვილი ერთმანეთს საკმაოდ გახსნილად და შეხუმრებულად ექცეოდა და ფოტოობიექტივის წინაშეც თამამად პოზირებდა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც კოლუმბიელმა არტისტმა ერთ-ერთი შვილი მსახიობს გააცნო. ინსაიდერმა ისიც კი განაცხადა, რომ საღამოს ტომმა არტისტს ყვავი;ლების თაიგული გაუგზავნა.