LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიკე, გამოდი, შეხედე შენს ექს-გოგოს“ – შაკირა ტომ კრუზთან ერთად გადაიღეს

797
page

შაკირასა და ჟერარ პიკეს დრამატული განშორების შემდეგ, მალე ერთი წელი გავა, თუმცა, ეს ისტორია აქტუალობას მაინც არ კარგავს. შაკირას გულშემატკივრებს იმაზე მეტად არაფერი სურთ,  ვიდრე არტისტი ახალ პარტნიორთან ერთად იხილონ.

„იდეალური ღამის დასასრულებლად…“ – შაკირა მალულას ფოტოს ავრცელებს – „ძალიან უხდებით ერთმანეთს“ – ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა

სულ რამდენიმე საათის წინ ინტერნეტსივრცე შაკირასა ტომ კრუზის ერთობლივმა ფოტოებმა მოიცვა. როგორც ირკვევა, კოლუმბიელი არტისტი მაიამიში ტომთან  ერთად „ფორმულა 1“-ის თამაშს დაესწრო.

ინსაიდერები ჰყვებიან, რომ წყვილი ერთმანეთს საკმაოდ გახსნილად და შეხუმრებულად ექცეოდა და ფოტოობიექტივის წინაშე თამამად პოზირებდა. ბუნებრივია ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„ჟერარ, გამოდი, შეხედე შენს ექს-გოგოს“, „მიდი შაკირა, ტომი ნამდვილი მამაკაცია“, „არაჩვეულებრივი წყვილია“, – წერენ გულშემატკივრები.

პიკეს შემცვლელი ნაპოვნია – ვინ არის შაკირას ახალი, უსიმპათიურესი „ქრაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები