მას შემდეგ, რაც შაკირა ჟერარ პიკეს დაშორდა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესმა ერთიორად იმატა. ორი თვის წინ ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ, რომ 46 წლის კოლუმბიელი არტისტი ამერიკელ ტელეწამყვანს, 50 კორსონ დეილის ხვდებოდა. ახლა კი შაკირა მალუმასთან „დააწყვილეს“.
საქმე ისაა, რომ ახლახან, არტისტმა მალუმასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.
„იდეალური ღამის დასასრულებლად უნდა მიიღოთ ჯილდო მალუმასგან, დიდი მადლობა ჩემო კოლეგავ“, – ასე დაასათაურა ფოტო შაკირამ.
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„ძალიან უხდებით ერთმანეთს“, „შესანიშნავი წყვილია“, – წერენ გულშემატკივრები.
ცნობისთვის, 7 მაისს, ტელემუნდოზე“ პირველი ლათინური მუსიკის შოუ, Mujeres Latinas en la Música გაიმართა, სადაც შაკირას„წლის ლათინო ქალის“ წოდება მიანიჭეს.
პირველად „ბილბორდის“ ისტორიაში – შაკირას „წლის ლათინო ქალის“ წოდება მიენიჭება
პიკეს შემცვლელი ნაპოვნია – ვინ არის შაკირას ახალი, უსიმპათიურესი „ქრაში“