LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ ლიზა მარია პრესლის უკანასკნელი ფოტოები „ოქროს გლობუსიდან“

409
page

როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის ერთადერთი შვილი და პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის მეუღლე, ლიზა მარია პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიზეზი გულის შეტევაა.

ლიზა მარია პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

აღსანიშნავია, რომ ლიზა და მისი დედა, პრისცილა პრესლი რამდენიმე დღის წინ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ. სადაც ბაზ ლურმანის ფილმში, „ელვისში“ , მთავარი როლის შემსრულებელს, ოსტინ ბატლერს უჭერდნენ მხარს.

„მამაკაცის საუკეთესო“ როლისთვის ოსტინმა ოქროს გლობუსი დაიმსახურა, მან ლიზასა და პრისცილას სცენიდან მიმართა და მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიზა მარია შესანიშნავად გამოიყურებოდა, მან წითელ ხალიჩაზე არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო, რომლებიც მის უკანასკნელ ფოტოებად იქცა.

ცნობისთვის, ორი წლის წინ, ლიზას ვაჟი, 27 წლის ბენჯამინ კიო გარდაიცვალა. მას შემდეგ ლიზა დარდს ვერ უმკლავდებოდა და ბევრს ავადმყოფობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები