LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ სკანდალური სერიალის, „კალმარის თამაშის“ რეალითი-შოუს პირველი „თიზერი“

161
page

„ნეტფლიქსმა“ სკანდალური სერიალის, „კალმარის თამაშის“ მოტივებზე შექმნილი რეალითი-შოუს „კალმარის თამაში: გამოწვევა“ პირველი „თიზერი“ გამოაქვეყნა.

„რას გააკეთებს 456 რეალური ადამიანი 4,56 მილიონი დოლარისთვის“,– ასე წერია აღწერაში.

შოუში მონაწილეობის მსურველების ძიება „ნეტფლიქსმა“ 2022 წლის ზაფხულში, მთელ მსოფლიოში დაიწყო. რეალითი შოუში ერთმანეთს 456 ადამიანი $4,56 მილიონის მოსაგებად დაუპირისპირდება, რაც სიმბოლურია, რადგან სერიალში თანხის მოსაგებად ერთმანეთს სწორედ ამდენი ადამიანი უწევს კონკურენციას. რეალითი შოუს მაყურებელი 22 ნოემბერში იხილავს.

„ნეტფლიქსმა“ „კალმარის თამაშის“ მიხედვით რეალითი შოუ გადაიღო – ნახეთ პირველი კადრები

„ნეტფლიქსმა“ სკანდალური სერიალის, „კალმარის თამაშის“ მეორე სეზონის პირველი „ვიდეო თიზერი“ გაავრცელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები