53 წლის ტოპ-მოდელი ნაომი კემპბელი „ფორმულა 1“-ის გრან-პრიზე გამოჩნდა. ცხადია, ის ამ დღის მთავარ პერსონად იქცა და საზოგადოების განსაკუთრებული აღტაცებაც გამოიწვია. მას შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი კაბა ამშვენებდა.
დაკვირვებულ ტაბლოიდებს არ გამოჰპარვიათ უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი, ამიტომ გრან-პრის შემდეგ ყველა ნაომის ფარულ ნიშნობაზე ალაპარაკდა.
ცნობისთვის, მოდელს სუროგატი დედის მეშვეობით გასულ წელს ვაჟი, მიმდინარე წელს კი ქალიშვილი შეეძინა. ამ დრომდე უცნობი რჩება ბავშვების მამის ვინაობა.
ნაომი კემპბელი 53 წლის ასაკში მეორე შვილის დედა გახდა
ნაომი კემპბელმა ქალიშვილის სახე პირველად გამოაჩინა – მედიაში კვლავ ბავშვის მამის ვინაობაზე ბჭობენ