LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაომის შვილის მამა?“ – 51 წლის კემპბელი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

11364
page

გასულ წელს ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელი, 50 წლის ასაკში დედა პირველად გახდა. მას შემდეგ მსოფლიო მედია აქტიურად ცდილობს გაარკვიოს ვინ არის ბავშვის მამა, თუმცა უშედეგოდ, ამის შესახებ ნაომი არ საუბრობს.

ფოტო: ვინ არის ნაომი კემპბელის შვილის მამა? – ინტერნეტსივრცეში შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ

სულ ცოტა ხნის  წინ 51 წლის ლამაზმანი მამაკაცთან მრავალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის  და ნაქსონ მირმანი მაშინ გადაიღეს, როდესაც ლოს-ანჯელესში პრესტიჟულ ბარს, Harry’s Bar გვიან ღამე ტოვებდნენ. წყვილი მანქანით ერთად გაემართა.

კემპბელს „ალაიას“ თეთრი მოსაცმელი და „ნაიკის“ სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებდა.

ფოტოების გავრცელებისთანავე ინტერნეტსივრცეში უამრავი მოსაზრება გაჟღერდა.

„ნაომის ბავშვის მამა?“, „არაჩვეულებრივი წყვილია“, „როგორც იქნა გამოაჩინა“ – წერენ კომენტარებში.

ფოტო: „ის ჩემი ქალიშვილია“ – ნაომი კემპბელმა ქალიშვილთან ერთად „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა

ნაომი კემპბელი ქალიშვილის უახლეს ფოტოებს ავრცელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები