LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარინჯისფერი ბოდე და ნაცრისფერი „ჩაჩები“ – ინტერნეტსივრცეში ირინა შეიკის „ლუქს“ აკრიტიკებენ

560
page

ამჯერად ტაბლოიდების ყურადღება მანჰეტენისკენაა  მიპყრობილი, სადაც „ნიუ-იორკის მოდის“ კვირეული იმართება. ცოტა ხნის წინ  Bulgari x B.Zero1 bash ჩვენება ჩატარდა და ბუნებრივია, აღნიშნულ გლამურულ ღონისძიებას არ გამოაკლდა ირინა შეიკი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში პაპარაცების ობიექტივში აღარ მოხვედრილა.

წითელ ხალიჩაზე 35 წლის მოდელი უცნაური იმიჯით გამოჩნდა. მას „ბულგარის“ ნარინჯისფერი ბოდე  და ნაცრისფერი, თავისუფალი სტილის შარვალი, ე.წ „ჩაჩები“ეცვა. მის „ლუქს“ მოკლე თმა ასრულებდა, სავარაუდოდ შეიკს პარიკი ეხურა.

მალევე ირინას გამოჩენა ინტერნეტსივრცეში მწვავედ გააკრიტიკეს და მის ჩაცმულობას უგემოვნო უწოდეს.

„გემოვნებასთან შორს დგას“, „რატომ არავინ რჩევას არ აძლევს?“, „ეს რა არის, რა აცვია შეიკს“,– წერენ კომენტარებში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by irinashayk (@irinashayk)

 

View this post on Instagram

 

A post shared by irinashayk (@irinashayk)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები