„ნეტფლიქსმა“ 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალი დაასახელა. ესაა რაიან მერფის პროექტი „მედდა რეტჩედი“, რომელიც 18 სექტემბერს გამოვიდა და 28-ე დღეს სტატისტიკამ აჩვენა, რომ ის 48 მილიონმა ადამიანმა ნახა, შედეგად კი სერიალი ყველაზე ყურებადი გახდა. ამის შესახებ სტრიმინგ სერვისმა ინფორმაცია „ტვიტერზე“ გაავრცელა.
In its first 28 days, 48 million members have booked an appointment with Nurse Ratched, making it our biggest original Season 1 of the year. pic.twitter.com/NjCR8uPuPP
— Netflix (@netflix) October 16, 2020
შეგახსენებთ, რაჩედი 1975 წელს გამოსული საკულტო ფილმის, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ მიხედვით გადაიღეს და ის ამ ფილმის პრიქველია. ტელშოუს სიუჟეტი დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა რიგითი მედდა რეჩედი, შიშისმომგვრელი, სასტიკი ადამიანი. ჩვენ ჯერ მხოლოდ პირველი სეზონი ვიხილეთ, რომელშიც 8 ეპიზოდია წარმოდგენილი, ბუნებრივია, „ნერფლიქსი“ სერიალზე მუშაობას გააგრძლებს.