კეიტ მეკინსეილი, გავრცელებული ფოტოს გამო, კვლავ კრიტიკის სამიზნე გახდა. საქმე ისაა, რომ 50 წლის მსახიობმა სულ ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც შშმ პირებისთვის განკუთვნილ ეტლში, სახე აკრული ზის. გამომწერები კომენტარებში მას უწერდნენ, რომ ვარსკვლავი ისედაც კარგად გამოიყურება და არ სჭირდება პლასტიკური ოპერაცია.
„არ გჭირდება არანაირი ოპერაცია, ისედაც მშვენიერი ხარ!“, „ნუ გახდები პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი“, – წერენ კომენტარებში.
მოგვიანებით მსახიობმა განმარტა, რომ მან უბრალოდ სიბრძნის კბილი ამოიღო.
ადრე კეიტმა განაცხადა, რომ მას არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული.
„არანაირი ძაფები, არანაირი სახის გადაჭიმვა, ბოტოქსი, ფილერი და ლაზერი. არასდროს არაფერი გამიკეთებია და არც გავიკეთებ!“ – აცხადებს ვარსკვლავი.
ვიდეო: ჯეისონ მომოამ კეიტ ბეკინსეილთან ფლირტის შემდეგ მეუღლესთან შერიგების ფაქტი უარყო
47 წლის კეიტ ბეკინსეილი „კრისტიან სირიანოს“ 1600 დოლარიან ულამაზეს კაბაში