რამდენიმე დღის განმავლობაში ადამ ლივაინზე ქალბატონების მხრიდან არაერთი „თავდასხმა განხორციელდა“. ისინი არტისტს ცოლიანი მამაკაცისთვის შეუფერებელ ქცევაში, ინტიმური, უხამსი ხასიათის შეტყობინებების გაგზავნასა და ფლირტში ადანაშაულებენ. მუსიკოსმა მოიკრიბა ძალა და გამბედაობა და ბრალდებებზე პირველი კომენტარიც გააკეთა.
„მე რომანი არავისთან მქონია, ჩემი ცოლისთვის არასდროს მიღალატია, თუმცა ვაღიარებ, ზღვარს გადავსულვარ. ძალიან გულუბრყვილო და სულელი ვარ, რომ საფრთხის ქვეშ დავაყენე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ეს უდიდესი შეცდომაა, რაც კი მე ოდესმე ჩამიდენია. მე ასე აღარ მოვიქცევი. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, ჩვენ ამ ეტაპს ერთად გადავლახავთ“, – დაწერ ადამმა „ინსტაგრამ სთორიში“.