გუშინ, ადამ ლივაიანის შესახებ სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. მედიის ცნობით, Maroon 5-ის ფრონტმენმა ორსულ მეუღლეს უღალატა და მას შვილისთვის ახალი გულის სწორის სახელის დაერქმევა სურს.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. ადამს, ცოლიანი კაცისთვის შეუფერებელ ქცევაში უკვე ოთხი ქალბატონი ამხელს. სულ ცოტა ხნის წინ მისმა იოგას ყოფილმა მასწავლებელმა განაცხადა, რომ არტისტი მას ეფლირტავებოდა და უხამს წინადადებებს სთავაზობდა. ამის შესახებ ალანა ზაბელმა ინფორმაცია „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.
„მე 2007-2010 წლებში ადამის იოგას მასწავლებელი ვიყავი. ის მე უხამს შეტყობინებებს მიგზავნიდა, მთავაზობდა, რომ მთელი დღე შიშვლებს გაგვეტარებინა. ამბობდა, რომ მე ქალაქში ყველაზე ლამაზი უკანალი მქონდა. ერთხელაც მისი შეტყობინებები ჩემმა მაშინდელმა შეყვარებულმა წაიკითხა და ის განრისხდა და მაჯა გადამიტეხა“, – აცხადებს ალანი.