LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პორნოს უყურებ?“ – ეშტონ კატჩერს ეგონა, რომ მილა კუნისი „ბრიჯერტონის“ ნაცვლად პორნოგრაფიას უყურებდა

610
page

წლის ბოლოს „ნეტფლიქსმა“ ახალი სერიალი „ბრიჯერტონი“ გამოუშვა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალმა სერიალმა ყველა ფილმი დაჩრდილა და მაყურებლების აღფრთოვანებაც დაიმსახურა. როგორც ჩანს სერიალს ვარსკვლავებიც მიეჯაჭვნენ. ახლახანს მილა კუნისი ინტრევიუში გამოტყდა, რომ ღნიშნულ სერიალს უყურებს.

„მე ყოველთვის 21:30 საათზე ვიძინებ და არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება მსოფლიოში. წუხელ კი შუაღამემდე თვალი არ მომიხუჭავს, რადგან ბრიჯერტონს ვუყურებდი. უეცრად ეშტონმა გაიღვიძა და მკითხა, პორნოს უყურებო?“ – ყვება მილა.

„ვერ მივხვდი რა ხდებოდა, უცებ მეგონა, რომ ჩვენს საწოლში ვიღაც მესამე იყო,  გული გამისკდა. თუმცა მალევე აღმოვაჩინე, რომ ის სერიალთან მღალატობდა“ – იხუმრა კატჩერმა.

თუკი „ბრიჯერტონი“  ნანახი გაქვთ, დაგვეთანხმებით, რომ შოუში მრვალფეროვანი  ინტიმური სცენებია წარმოდგენილი. შეგახსენებთ, სერიალმა „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა და პლატფორმის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულიც მოიპოვა. ის  პრემიერიდან ოთხი კვირის განმავლობაში 82 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. სერიალის მეორე სეზონის გადაღებები გაზაფხულზე გაიწყება.

„ბრიჯერტონმა“ 82 მილიონი ნახვით „ნეტფლიქსის“ ყველა რეკორდი მოხსნა

წინა რეკორდი 2019 წელს გამოსულ „მხედვარს“ (The Witcher) ეკუთვნოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები