მილა კუნისი, მისი და ეშტონ კატჩერის 11 წლის ქალიშვილთან, უაიეტ იზაბელთან ერთად, პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, ვან ნაისის რაიონში სეირნობისა და რესტორნიდან გამოსვლისას დააფიქსირეს.
იმ ფონზე, როცა მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი მაქსიმალურად არიდებენ შვილებს საზოგადოებრივ ყურადღებას და სოციალურ ქსელებში მათ ფოტოებს პრინციპულად არ აქვეყნებენ, ეს იშვიათი გამოჩენა მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
ქსელში აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ გაიზარდა და შეიცვალა გოგონა. ბევრმა ისიც აღნიშნა, რომ უაიეტი თავის ვარსკვლავურ მშობლებს ძალიან დაემსგავსა.
დედა-შვილი საჯაროდ ძალიან უბრალო, კომფორტული სამოსით გამოჩნდა.

ცნობისთვის, მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი დაქორწინებული 2015 წლიდან არიან და უაიეტის გარდა უმცროსი ვაჟი, 9 წლის დიმიტრი ჰყავთ.